ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონვირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან 1219, ხოლო რუსეთთან 15 სექტემბერს ე.წ.საზღვრის გახსნიდან 1119 ინფიცირებულია გამოვლენილი.
როგორც ე.წ.მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა, სამედიცინო დაწესებულებებში 236 პაციენტი მკურნალობს.
ვირუსს 15 ადამიანი ემსხვერპლა.