არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიულ არჩევნებსა და მის შედეგებზე თავდასხმა რუსულ ინტერესებს ემსახურება
„დღეს, როდესაც ვხედავთ საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებზსა და მის შედეგებზე თავდასხმას ამ დესტრუქციული ოპოზიციური ძალის მხრიდან, ეს პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს საქართველოში”, – ამის შესახებ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ რადიო „იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების შედეგების ბოიკოტირება არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, შესაბამისად, ვინც ამ სცენარს ემსახურება და მხარს უჭერს, ის არის რუსეთის ინტერესების მოკავშირე.
„არჩევნებამდე ჩვენი პარტნიორები როგორც ევროკავშირიდან, ასევე, აშშ-დან გვაფრთხილებდნენ, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ექნება რუსეთის ფედერაციას ჩარევის სურვილი და ჩარევის მცდელობები. დღეს, როდესაც ჩვენ ვხედავთ არჩევნების შედეგებზე თავდასხმას, დღეს – როდესაც ვხედავთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე თავდასხმას ამ დესტრუქციული ოპოზიციური ძალის მხრიდან, ეს პირდაპირ ემსახურება რუსულ ინტერესებს, ვინაიდან თავდასხმა საქართველოს დემოკრატიასა და საქართველოს არჩევნების შედეგების ბოიკოტირება არის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, შესაბამისად, ვინც ამ სცენარს ემსახურება და მხარს უჭერს, რა თქმა უნდა, ის არის რუსეთის ინტერესების მოკავშირე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.