სასტუმრო „შერატონთან“ ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ

„შერატონ გრანდ მეტეხი პალასთან“, სადაც ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლიდერები ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდებიან, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების წევრები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ სურთ, საერთაშორისო წარმომადგენლებს გააგონონ, რომ არჩევნები გაყალბდა.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის აქციები პერმანენტულად გაგრძელდება, ვიდრე არჩევნების შედეგებს ბათილად არ ცნობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები