აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში ფენომენალური სხვაობით იმარჯვებს.
ამის შესახებ მან სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა.
ასევე, მან გაიმეორა, რომ გარკვეულ შტატში მისთვის ხმის წართმევას ცდილობენ და არ გამორიცხა, დავა სასამართლოში შეიძლება გადავიდეს.
მან მადლობა გადაუხადა საარჩევნო შტაბის წევრებს, ვიცეპრეზიდენტს, ასევე, მელანია ტრამპსა და მის ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უკვე ზეიმისთვის ემზადება.
“ვემზადებით გამარჯვების აღსანიშნავად იმიტომ, რომ თითქმის ყველგან ვიგებთ. ვემზადებით ქუჩაში საზეიმოდ გასასვლელად. შედეგი ფენომენალურია, ყველაფერს ვიგებთ”, – თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, ის იგებს ისეთ შტატებში, როგორებიც არის ოჰაიო, ტეხასი, ფლორიდა, ჯორჯია, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია, მიჩიგანი და ვისკონსინი.