აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი ამჟამად ისევ უცნობია. ბოლო რამდენიმე წუთია, რიცხვები თითქმის არ შეცვლილა, თუმცა, წამყვანი მედიასაშუალებები განსხვავებულ მონაცემს ავრცელებენ.
მაგალითად, CNN-ისა და BBC-ის დათვლით, ამომრჩეველთა კოლეგიის 220 ხმა ჯო ბაიდენს ერგო, ხოლო 213 – დონალდ ტრამპს.
FOXNews-ის დათვლით ბაიდენის სასარგებლოდ არის 238 ხმა, ტრამპის კი – 213.
ასევე, საკუთარ რიცხვებს ავრცელებს “ამერიკის ხმა”, აქ სხვაობა ძალიან განსხვავებულია – ჯო ბაიდენი 220, დონალდ ტრამპი – 184.
ასევე, ცნობილია, რომ სულ რამდენიმე წუთში განცხადების გაკეთებას დონალდ ტრამპი გეგმავს.
რას იტყვის თეთრი სახლის ამჟამინდელი ლიდერი, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა ნახევარი საათის წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დემოკრატები “ხმების მოპარვას ცდილობენ, თუმცა, რესპუბლიკელები მათ ამის უფლებას არ მისცემენ”.
აღსანიშნავია, რომ ,,ტვიტერმა,, ტრამპის აღნიშნული განცხადება დაბლოკა.