აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი ამომრჩეველთა ხმების უპირატესობას ინარჩუნებს.
შესაბამის მონაცემს FoxNews-ი აქვეყნებს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის მიმართ სიმპათიით გამოირჩევა.
ტელეარხის ინფორმაციით, ამ წუთის მდგომარეობით, ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 237 ხმა აქვს, ტრამპს – 213.
ასევე, აღინიშნება, რომ რიგ შტატში, როგორებიც არის პენსილვანია და ჩრდილოეთ კაროლინა, შედეგი შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გახდეს უცნობი.