ტრამპი: ცდილობენ, გამარჯვება მოგვპარონ, მაგრამ ამის უფლებას არ მივცემთ, დიდი გამარჯვება გვაქვს!

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ცდილობენ, მას გამარჯვება მოპარონ.

ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ ცდილობენ, არჩევნები მოგვპარონ. არასდროს მივცემთ ამის გაკეთების უფლებას”, – დაწერა ტრამპმა.

როგორც ტრამპმა დაწერა,  განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს, თუმცა, აღნიშნა, რომ “დიდი გამარჯვებაა!”.

თუმცა, აღსანიშნავია,  ტრამპის “ტვიტი” იმის შესახებ, რომ მას არჩევნებს პარავენ, Twitter-მა ცოტა ხნის დაბლოკა, როგორც ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დადასტურებულ ფაქტებს არ ეყრდნობოდეს.

ამ წუთის მდგომარეობით, ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 215 ხმა აქვს დონალდ ტრამპს კი, 171.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები