„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წალენჯიხის საოლქო კომისიას თბილისის, სამგორის უბნის სახელზე დაწერილი საჩივრით მიმართა
წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისიის ბლოკ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა წალენჯიხის საოლქო კომისიას მიმართა საჩივრით, რომელიც თბილისში სამგორის უბანზეა შედგენილი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხარვეზი, რომელსაც მომჩივანი აფიქსირებს, არჩევნების დღესვე გამოსწორებულია, წალენჯიხის საუბნო კომისიას შედგენილი აქვს მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმის შესწორების ოქმი, რომელიც შემაჯამებელ ოქმებთან ერთად ატვირთულია ცესკო-ს ვებგვერდზე.
აღნიშნულ საჩივარს ბუნდოვანებას მატებს ასევე ფაქტი, რომ მომჩივანი აღწერაში უთითებს, თითქოს, დარღვევა მაჟორიტარულ ოქმში დაფიქსირდა, თუმცა, საჩივრის მთავარ მოთხოვნად პროპორციული ოქმის ბათილად ცნობას აყენებს.
აღსანიშნავია, რომ საჩივარი არის ხარვეზებით შედგენილი, ხოლო პრეტენზია, რაც მასში იკითხება, რამდენიმე დღის წინ უკვე გასწორებულია.