ქართული დიპლომატიის კვირეული
3 ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება. ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.
3-6 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო პოლიტიკითა და დიპლომატიით დაინტერესებული სტუდენტებისა და საზოგადოებისთვის დისტანციურ რეჟიმში ქართული დიპლომატიის კვირეული, LIVE ლექციათა ციკლი გაიმართება. კვირეული კსუ-ს კარიერული განვითარების სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ტარდება.
ოთხივე ლექციაზე დასწრების შემთხვევაში მონაწილეს გადაეცემა ელექტრონული სერტიფიკატი.
3 ნოემბერი, 14:00
გახსნა:
• თამარ კიკნაძე – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი;
• ვახტანგ მაისაია – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.
• თემა: დიპლომატიური კარიერის საფეხურები და მომავალ დიპლომატთა განვითარების პერსპექტივები / დასაქმების პოტენციალი;
• სპიკერი: ანა ჯებირაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მრჩეველი
• თემა: „პროფესია დიპლომატი“ / დიპლომატიის სასწავლო კურსები
• სპიკერი: მიხეილ უკლება – ელჩი, სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი
https://bit.ly/35GpdY0
Meeting ID: 925 4145 6482
Passcode: 481292
4 ნოემბერი, 14:00
• თემა: ქართული დიპლომატიის სათავეებთან საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებობის მოპოვების შემდეგ;
• სპიკერი: პეტრე მამრაძე – „მართვის სტრატეგიული ცენტრის“ ხელმძღვანელი, საქართველოს მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
https://bit.ly/2TF1an0
Meeting ID: 923 7282 4787
Passcode: 640819
5 ნოემბერი, 14:00
• თემა: ქართული დიპლომატიის თანამედროვე გამოწვევები: სამეზობლო პოლიტიკა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია;
• სპიკერი: ირაკლი გოგავა, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი.
https://bit.ly/35PVAn9
Meeting ID: 992 4756 1628
Passcode: 807384
6 ნოემბერი, 14:00
• თემა: პოლონეთის გამოცდილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ქვეყნის თანამედროვე დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსთან;
• სპიკერი: ბაჩო ჩუბინიძე, ევროკავშირის მცოდნეობის მაგისტრი.
https://bit.ly/3oGjt9t
Meeting ID: 910 5893 1853
Passcode: 753687
ლექციები გაიმართება დისტანციურ რეჟიმში, ონლაინპლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით.
ლექციებზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3kNXMCg