ამირან გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა ოდნავ იკლო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა, დაახლოებით, 70% სიმპტომებიანი პაციენტია.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა ოდნავ იკლო.

“აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა, დაახლოებით, 70% სიმპტომებიანი პაციენტები გახლავთ. საყურადღებოა, რომ ჩემი კოლეგების, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელმა ოდნავ იკლო. ყოველდღიური მაჩვენებელი ასს აჭარბებდა, დღეს გვაქვს 91 შემთხვევა”, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები