არჩილ თალაკვაძე: როცა ხალხი, საარჩევნო ადმინისტრაცია და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს ეთანხმება, გაბრაზება მიღებული შედეგების გამო და მისი არაღიარება შეცდომაა
„როცა ხალხი, საარჩევნო ადმინისტრაცია და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს ეთანხმება – გაბრაზება მიღებული შედეგების გამო და მისი არაღიარება არის შეცდომა”, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გადაწყვეტილებას, უარი თქვას საპარლამენტო მანდატებზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ყურადრებით ეკიდება და ითვალისწინებს პარტნიორების შენიშვნებსა და რეკომენდაციებს და ამისათვის თანამშრომლობის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ახალ პარლამენტში.
„არჩევნების ჩატარებიდან 24 საათში ის ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ არ ენდობა არჩევნების შედეგებს – აღმოჩნდა სრულიად მარტო, რადგან ხალხი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შედეგებს აღიარებენ. ეუთო/ოდირ-ის სადამკვირვებლო მისიამ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა, ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა – აშშ-ის ხელისუფლებამ საელჩოს სახით, ევროკავშირმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს, როგორც კონკურენტული, რომელიც ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.