სალომე სამადაშვილი: მივმართავთ, ყველა კომისიის წევრს, ხელი არ მოაწერონ არცერთ ოქმს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ცესკოში ოპოზიციიდან წარმოდგენილ საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართა, ხელი არ მოაწერონ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებიც მისი თქმით, გაყალბებულია.

სამადაშვილმა საზოგადოებას დღეს, 16:00 საათისთვის დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

„დღეს გავიღვიძეთ ახალ რეალობაში ბიძინა ივანიშვილმა ღამე დემოკრატია გააუქმა. მივმართავ, კომისიის წევრებს – ახლა მიმდინარეობს გაყალბებული არჩევნების შედეგების გაფორმება. ოპოზიციური პარტიებიდან კომისიაში წარმომადგენლებს სთხოვენ, ხელი მოაწერონ გაყალბებულ ოქმებს. მივმართავთ, ყველა კომისიის წევრს, ხელი არ მოაწერონ არცერთ ოქმს არავითარი ზეწოლისა და მუქარის შემთხვევაში. ივანიშვილი ცდილობს, ბოლომდე მოიყვანოს მასზე დაკისრებული მისია – გზის გადაკეტვა ევროპისა და ნატოს-კენ. არავის ეგონოს, რომ გუშინდელი გაყალბება არის მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, რომელიც გრძელი რიგების მიუხედავად მივიდა არჩევნებზე, თუ თქვენ გუშინ ხმა მიეცით ცვლილებას, თქვენ გითხრეს, რომ ხართ უუფლებო ადამიანები და არარაობები. მოქალაქეებმა დღეს დაგეგმილ აქციაზე უნდა დაიცვან ხმები და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააგებინონ მათი პოზიცია, ისევე როგორც ეს, ოპოზიციამ გააკეთა”, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები