იზმირში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა (ფოტო)

თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში მომხდარი 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ რესპუბლიკის სტიქიური უბედურებების პრევენციისა და აღკვეთის სააგენტო იუწყება.

“ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 39 ადამიანი. მაშველები იზმირში 9 დანგრეულ შენობასთან მუშაობენ. დაშავებულია 885 ადამიანი. ნანგრევებიდან 100-ზე მეტი გადარჩენილის ამოყვანა მოხერხდა”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები