ესპანეთში ახალგაზრდები კარანტინის გამკაცრებას აპროტესტებენ (ვიდეო)

ესპანეთში, მიყოლებით მეორე ღამეა, რაც ​კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინის გამკაცრების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.

როგორც ცნობილია, მადრიდში აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ახალგაზრდა მამაკაცებია, მათ პოლიციასთან შეტაკება მოუწიათ.

მომიტინგეებმა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე სანაგვე ყუთებს ცეცხლი წაუკიდეს. სპეცრაზმელებმა მათ პლასტმასის ტყვიები ესროლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები