კახა კალაძე: გვინდა სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოვუწოდოთ, რათა იმთავითვე აღიკვეთოს კანონის დარღვევისა და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა

“ჩვენ გავაფრთხილეთ მედია, საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნების დღის ოთხი საათიდან გეგმავდა მძიმე პროვოკაციების მოწყობას”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდა, რათა კანონის დარღვევისა და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა თავიდანვე აღიკვეთოს.

“ჩვენ გავაფრთხილეთ მედია, საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნების დღის ოთხი საათიდან გეგმავდა მძიმე პროვოკაციების მოწყობას. ასევე გავაფრთხილეთ ყველა იმის შესახებ, რომ პროვოკაციების ეპიცენტრად განიხილებოდა რამდენიმე რაიონი, მათ შორის – ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი. თუ დააკვირდებით მათი ზონდერების კონცენტრაციას, მათი პროვოკაციები ძირითადად სწორედ ამ რაიონებში ფიქსირდება.

გვინდა სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდოთ განსაკუთრებული ყურადღებისკენ, რათა იმთავითვე აღიკვეთოს კანონის დარღვევისა და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა”,- განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები