Frankfurter Allgemeine Zeitung: საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, გამოკითხვებში მმართველი პარტია ლიდერობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, სახელისუფლებო პარტია გამოკითხვებში ლიდერობს. ამის შესახებ გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს.

„3,5 მილიონ ადამიანზე მეტი ადამიანი მოწოდებულია სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკაში ხმა მისცეს არჩევნებზე. ჯამში 48 პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი იბრძვის 150 საპარლამენტო ადგილისთვის. პროევროპული სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება” გამოკითხვებში უსწრებს ოპოზიციურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას”. კენჭისყრა განხორციელდება ახალი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით. მაჟორიტარული კენჭისყრის დროს თუ აუცილებელი უმრავლესობა არ იქნება მიღწეული, გაიმართება მეორე ტური. პირველი შედეგები მომავალ ღამეს დაითვლება”, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები