ლევან კობიაშვილი: ე.წ. დამკვირვებლებს ტელეფონებზე მელიას სტიკერები აქვთ მიკრული, რაც საარჩევნო აგიტაცია და კანონდარღვევაა

“ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში, ლევან კობიაშვილი გლდანის საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს.

მისი თქმით, თითქმის ყველა უბანზე, „ნაციონალური მოძრაობიდან,“ არიან წარმოდგენილები, ე.წ. დამკვირვებლები, რომლებიც ტელეფონით საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აფიქსირებენ.

„ტელეფონის მეორე მხარეს მათ ნიკა მელიას სტიკერები აქვთ მიკრული, რაც საარჩევნო აგიტაციაა და შესაბამისად, ასევე კანონდარღვევაა,“ – განაცხადა კობიაშვილმა.

მისი თქმით, რამდენიმე უბნიდან პოლიციამ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები გააძევა, სხვა შემთხვევებში კი ისინი გააფრთხილეს.

ლევან კობიაშვილი დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ შეძლებს მის გამარჯვებას ხელი შეუშალოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები