კახა ოქრიაშვილი: უბნები უნდა დავიცვათ იმ ბანდიტებისგან, თავს რომ ​გვესხმიან

გვაქვს იარაღის ტარების უფლება ყველას, ვეტერანებსაც, მეც, დიმა შაშკინსაც. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ისე ჩაივლის, ექსცესების გარეშე იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა განუცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„აქ ვინც ვართ, ყველას გვაქვს იარაღის ტარების უფლება ოფიციალურად. ხომ ხედავთ, როგორ ვიქცევით, მოვდივართ იარაღის გარეშე, თუმცა გვაქვს იარაღის ტარების უფლება ყველას, ვეტერანებსაც, მეც, დიმა შაშკინსაც. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ისე ჩაივლის, ექსცესების გარეშე იქნება, რადგან თუ აქ ექსცესები იქნება, ჩვენი არჩევნები ჩაითვლება არალეგიტიმურად. მე პირადად ჩავთვლი ამას არალეგიტიმურად. თვე-ნახევარი ქარცეცხლში გაგვატარეს აქ და ჩვენი მხრიდან რეაგირება არ იყო, არაფერს ვაკეთებდით. დღეიდან ეგრე აღარ იქნება. იმედი მაქვს, ჭკუა ეყოფა ყველას, რომ ექსცესები და პროვოკაციები არ დაგეგმონ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ამასთან კითხვაზე, ვინ არიან სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, რომლებიც მასთან და დიმიტრი შაშკინთან ერთად გადაადგილდებიან, კახა ოქრიაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი არიან დამკვირვებლები, რომლებმაც უბანები უნდა დაიცვან.

„ესენი არიან დაცვა, უბნების დაცვა გაყალბებისგან. ისინი არიან დამკვირვებლები და ვეტერანები. უბნები უნდა დავიცვათ იმ ბანდიტებისგან, თავს რომ ​გვესხმიან. არც ველოდებით პროვოკაციებს“, – აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები