ირაკლი კობახიძე: მოგვდის მხარდამჭერების თაობაზე მონაცემები, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი რეიტინგი 55 პროცენტი და ზევითაა

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია მათი მხარდაჭერების თაობაზე იღებს მონაცემებს, რომელიც მისივე განცხადებით ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი 55 პროცენტი და მეტია.

„ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები, ყოველ საათში ერთხელ შემოგვდის მონაცემები ჩვენი მხარდამჭერების თაობაზე. ეს მონაცემები ადასტურებს იმას, რა სურათიც არის ზოგადად. თქვენ იცით რეიტინგები, 55 პროცენტი და ზევით არის ჩვენი რეიტინგი. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი კარდაკარის მონაცემებით 350 ათასი არის „ნაცმოძრაობის“ მაქსიმუმი და დაახლოებით, 80-70 ათასი იქნება „ევროპული საქართველოს“ მაჩვენებელი. ეს არის მათივე კარდაკარის მონაცემები. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენ ვვარაუდობთ მილიონზე მეტი ხმის მობილიზებას ამ არჩევნებზე. ეს არის ის სურათი, რომელსაც ადასტურებს 10:00 საათის და 11:00 საათის მონაცემები.
მეორე ტურები რა თქმა უნდა შესაძლებელია, შეიძლება იყოს დაახლოებით 6-7 ოლქი, სადაც შეიძლება, ჩატარდეს მეორე ტურები.
ამ ეტაპზე ბუნებრივია ამ ოლქების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ 30-ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს, თუმცა მეორე ტური არ არის გამორიცხული, ასეთი შეიძლება იყოს 6-7 ოლქი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები