ირაკლი კობახიძე: დაახლოებით 6-7 ოლქში შესაძლებელია, რომ მეორე ტური იყოს

„დაახლოებით 6-7 ოლქში შესაძლებელია, რომ მეორე ტური იყოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელიმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ დიდი ალბათობით 30-ვე ოლქში პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

„მეორე ტურები, რა თქმა უნდა, არის შესაძლებელი. დაახლოებით 6-7 ოლქია, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური. ამ ეტაპზე ჩვენ ბუნებრივია, თავს შევიკავებთ ამ ოლქების დასახელებისგან. გვაქვს დიდი იმედი, რომ 30- ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ტურები არ არის გამორიცხული. ასეთი შეიძლება იყოს 6-7 ოლქი,” – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები