“ხმა მივეცი ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი”(ფოტოკოლაჟი)
“მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ დასავლურ სახელმწიფოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც არჩევანი მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად დააფიქსირა.
მან ხაზი გაუსვა, რომ წინასაარჩევნო გარემო, კამპანია ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.
„შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ დასავლურ სახელმწიფოს. სახელმწიფოს, ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების, ღირსების ფასი და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს. რა თქმა უნდა, ვერავის ვერ წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.