“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ში პრაქტიკისა და სტაჟირების კურსს გაივლიან

“ევროპის უნივერსიტეტსა” და სადაზღვევო კომპანია “იმედი L”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ვეროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმებას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, უზრუნველყოფილი იქნება, ასევე, სტუდენტთა ჯანმრთელობის დაზღვევა – ამ ეტაპზე, ევროპის უნივერსიტეტმა “იმედი L”-ში 600 საერთაშორისო სტუდენტი დააზღვია.

“იმედი L” კი, თავის მხრივ, ყოველწლიურად, უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების მიერ, პრაქტიკული კომპონენტის ათვისებას და კურსდამთავრებულთა კარიერულ ხელშეწყობას უზრუნველყოფს. უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, “იმედი L”-ის ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით აითვისონ სპეციალობის პრაქტიკული კომპონენტი.

“იმედი L” ჩაერთვება ევროპის უნივერსიტეტის საგანმანათებლო პროგრამების შემუშავება-განხილვაში და მონაწილეობას მიიღებს მათ შემდგომ სრულყოფაში.

ამასთან, სადაზღვეო კომპანია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამების რეკომენდაციების შემუშავებაში, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად კადრად აქცევს.

სასწავლო წლის განმავლობაში “იმედი L” -ში პრაქტიკა/სტაჟირებას ევროპის უნივერსიტეტის 20 სტუდენტი გაივლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები