კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ორი ადამიანი მოკლეს.
“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, სანადირო თოფიდან გასროლით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 50 წლის კაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა, ცოლისძმა და მეორე მეზობელი დაჭრა და მიიმალა.
დაჭრილებს ამ წუთებში გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსში” გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.