პრემიერი: მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს, არჩევნები რომ დამთავრდება, გაგიმხელთ

“არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის, ოპოზიციური ტელევიზიების ან პარტიების გაკეთებული, რადგან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ხალხთან და მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს, მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დამთავრდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რეიტინგები, გრუ, ჩატებიდან ამოღებული რაღაც. სამწუხაროა, ეს ყველაფერი. თემა არის შემდეგში, მე არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის, ოპოზიციური ტელევიზიების ან პარტიების გაკეთებული. მარტივი მიზეზის გამო, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ხალხთან, განსაკუთრებით – ბოლო სამი თვის განმავლობაში. ყველაზე სწორი არის ეს შეგრძნებები და მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს, მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დამთავრდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები