საუდის არაბეთში საფრანგეთის საელჩოს დაცვის წევრს თავს დაესხნენ
საუდის არაბეთში მდებარე, საფრანგეთის საელჩოს დაცვის წევრს თავს დაესხნენ – მამაკაცი ჰოსპიტალიზებულია.
ამის შესახებ ინფორმაციას დიპლომატიური წარმომადგენლობა ავრცელებს.
საელჩოში აზუსტებენ, რომ მამაკაცს ადგილობრივი დაესხა თავს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ჯერჯერობით, არ ზუსტდება, ვინ და რატომ დაესხა თავს მამაკაცს.
დღეს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დაუდგენელი პირი გამვლელებს თავს დაესხა. შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
16 ოქტომბერს პარიზთან ახლოს კოლეჯის მასწავლებელს თავი მოკვეთეს.