გია ვოლსკი: „ნაცმოძრაობა“ დესტრუქციული ძალაა, რომელიც ქვეყანაში არეულობის მოწყობას ფიქრობს
“ნაციონალური მოძრაობა“ არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ქვეყანაში არეულობის მოწყობას ფიქრობს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნებიდან“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გია ვოლსკი თბილისში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 31 ოქტომბრისთვის დაგეგმილ აქციას.
„გამარჯვების აღსანიშნავ აქციას აანონსებენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფეიკკვლევების შედეგებს აქვეყნებენ, ასევე, კონკრეტული ორგანიზაცია მუშაობს, რათა მოიკვლიოს, რამდენად არის ხალხი მზად სისხლის დასაღვრელად და სახელმწიფო სტრუქტურების დასაკავებლად, ზუსტად მივხვდებით, რატომ არ უჭერს საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს. ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ქვეყანაში არეულობის მოწყობას ფიქრობს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.