რატი იონათამიშვილი: “ლოქდაუნი” არ იგეგმება, მოახლოებულ არჩევნებში ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ
“ლოქდაუნი,, არ იგეგმება და ეს არის სწორი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ მოახლოებულ არჩევნებზე”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია მარცხისთვისაა განწირული.
“ლოქდაუნი,, არ იგეგმება და ეს არის სწორი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება ჩვენის მხრიდან, ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ მოახლოებულ არჩევნებზე, მეორე ტური თუკი იქნება სადმე საჭირო, ეს გამარჯვება კიდევ უფრო იქნება დამაჯერებელი და ძლიერი. აქედან გამომდინარე, თუ მხოლოდ ასეთ საკითხებზე მანიპულაციები დარჩა “არგუმენტებად” ამ დესტრუქციულ და ხელმოცარულ ოპოზიციას, ეს ზუსტად იმაზე მიუთითებს, როგორი განწირულები არიან ისინი ძალიან სერიოზული და მათთვის მძიმე მარცხისთვის”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, “ევროპულმა საქართველომ” დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” ორშაბათიდან, ორი ნოემბრიდან ,,ლოქდაუნის,, გამოცხადებას გეგმავს.