თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ ლიანდაგზე მატარებელი 60 წლამდე ქალს დაეჯახა
თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ ლიანდაგზე მოძრავი მატარებელი 60 წლამდე ქალს დაეჯახა. შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის მონაკვეთთან მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მატარებლის მძღოლმა ქალს არაერთხელ მისცა მითითება, რომ ლიანდაგიდან გადასულიყო, თუმცა, ვერ გაიგო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ქალს მდინარე ხობისწყალში ეძებენ.