ცესკო-სთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ცესკო-სთან „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს. ამის საშუალება კი მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შენობაში შესვლასა და თამარ ჟვანიასთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდები ითხოვენ კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ.

ცესკო-ს გადაწყვეტილებით, გადასატანი ყუთის მოთხოვნის ვადა დღეს, 14 საათზე ამოიწურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები