ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0043 პუნქტით გამყარდა.

1 აშშ დოლარის ფასმა 3.2242 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 3.2285 ღირდა.

0.0064 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.8094 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8158 იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები