გიორგეთის თემში მიმდინარე წელს 10 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

მიმდინარე წელს გიორგეთის თემში შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.
სოფელ ვერხვისმინდორში 2 211 გრძივი მეტრი მისასვლელი გზა გაკეთდა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 366 000 ლარს შეადგენს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა ვერხვისმინდორში მდინარე არეშზე ნაპირდამცავი გაბიონისა და საცალფეხო ხიდის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოებისათვის 168 053.44 ლარი გამოიყო.
სოფელ ფიჩხიბოგირში ჭაბურღილი და წყალსადენი მაგისტრალის მოეწყო. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 195 000 ლარია.
გარე განათების სანათები დამონტაჟდა ფიჩხიბოგირსა და ვერხვისმინდორში. ამჟამად კი მიმდინარეობს გიორგეთიდან კაბლის მიმართულებით, 2 600 გრძ. მ. მონაკვეთზე გარე განათების ბოძებისა და სანათების მოწყობის სამუშაოები. შესრულებული სამუშაოებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 85 690 ლარი გამოიყო.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებისათვის დასასვენებელი სკვერი მოეწყო სოფელ გიორგეთში, გუჯარეთსა და ლაფნიანში. სამუშაოებისათვის 52 000 ლარი დაიხარჯა.
სულ გიორგეთის თემში მიმდინარე წელს 10 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 866 743.44 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები