ე.წ.სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი მატებაა – 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რუსეთთან 15 სექტემბერს ე.წ.საზღვრის გახსნის შემდეგ 469-ე, ხოლო პანდემიის დაწყებიდან 559-ე შემთხვევაა.
ამის შესახებ ე.წ.მთავარმა სანიტარმა, მარინა კოჩიევამ განაცხადა.
ე.წ.რესპუბლიკაში ვირუსს სულ სამი პაციენტი ემსხვერპლა.
მეორე კვირაა ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება კარანტინზეა, საზოგადოებრივ ადგილებში ე.წ.ნიღბის რეჟიმი მოქმედებს.
ე.წ.რესპუბლიკაში, სავარაუდოდ, უკვე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალი გაიშლება, რომლის შესახებ მოთხოვნა ე.წ.მთავრობის მიერ იქნა რუსეთის თავდაცვის უწყებაში გაგზავნილი.