კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლებითაც ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი

როგორც პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს,  პარტია ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორებიც არია “დიპფეიკი”, რომლითაც ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი.

ამის შესახებ კობახიძემ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, „დიპფეიკი”. შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება, განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს.

კიდევ ერთხელ გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო უბნების სრული კოვიდ-უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო სივრცე, ვიდრე, მაგალითად, მაღაზიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა. შესაბამისად, ყველა პირობა არის შექმნილი იმისათვის, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტივობა დაფიქსირდეს.

ღრმად გვწამს, „ქართული ოცნების” გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაუბრუნდეს მძიმე წარსულს და განაგრძოს წინსვლა და განვითარება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ყველა მიმართულებით.

„ქართული ოცნების” 73-ვე ადგილობრივი საარჩევნო შტაბი სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს საკუთარი არჩევანის თავისუფალ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა და 31 ოქტომბერს ვიზეიმოთ დამაჯერებელი გამარჯვება”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები