,,გაჩერებული” ფოლკლორის ცენტრის 6 წელი

ფოკლორის სახელმწიფო ცენტრი 6-წლიანი მუშაობის შედეგებს აქვეყნებს, რომელსაც „გაჩერებული“ ფოკლორის ცენტრის 6 წელი ჰქვია.

ინფრასტრუქტურული პროექტები:

განახლებული და სრულად რეაბილიტირებული ფოლკლორის ცენტრის დარბაზი და თანამედროვე ხმის ჩამწერი სტუდია – 2019;
ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი – 1300 კვ.მ მრავალფუნქციური უნიკალური საკონცერტო დარბაზი, ხმის ჩამწერი სტუდია, საგამოფენო დარბაზი – 2018.

სალოტბარო სკოლები:

მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 27 სალოტბარო სკოლა (ბათუმი, ქობულეთი, შუახევი, ოზურგეთი, ბაღდათი, სამტრედია, თელავი, ყვარელი, ამბროლაური, ონი, მესტია, ლენტეხი, ცაგერი, გორი, კასპი, წალენჯიხა, სენაკი, ხონი, თიანეთი, აბაშა, ბორჯომი, ხარაგაული, საჩხერე, დუშეთი, ზესტაფონი, ფოთი, ახალციხე; 2021 წლიდან სკოლები გაიხსნება ზუგდიდში, ვანსა და ახმეტაში) სადაც ბავშვები ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას უფასოდ შეისწავლიან:
900 მოსწავლე
60 თანამშრომელი.

საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალები:

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – 1000 მონაწილე 14 ქვეყანა:
2016 – თურქეთი, უკრაინა, შვეიცარია, აზერბაიჯანი;
2017 – ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, უკრაინა, სომხეთი, თურქეთი;
2019 – იტალია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლატვია..
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი – 28 კონცერტი, 3000 მონაწილე, 15 000 მაყურებელი, 42 გამარჯვებული, 282 ლაურეატი.
ფულადი პრემია 78375 ლარი (2015-2016);
სალოტბარო სკოლების ფესტივალი – ,,მომავლის ხმები’’.

ფესტივალში მონაწილეობდა 11 სალოტბარო სკოლის (ოზურგეთი, წალენჯიხა, ლენტეხი, საჩხერე, ონი, მესტია, ფოთი, ბათუმი, ზესტაფონი, ქობულეთი, სამტრედია) 400-მდე ბავშვი

კონცერტები:

ბაღია ჩვენი ქვეყანა – თბილისური ანსამბლების კონცერტები რეგიონებში – 30 კონცერტი;
ფოლკლორის დღეები – 24 კონცერტი, 40 ანსამბლი;
ქართული მხარავლხმიანობა საქართველოს სტუმრებს – 15 კონცერტი, 15 ანსამბლი;
ხალხური საღამოები – 10 კონცერტი, 13 ანსამბლი;
ჰაით ბათუმი – 84 კონცერტი 100-ზე მეტი ანსამბლი (2015-2016);
თბილისობა – 4 კონცერტი, 34 ანსამბლი (2014-2015).

ყოველწლიურად, ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საღამო – ,,ლექსო, არ დაიკარგები”.

ყოველწლიური კონკურსი სამეცნიერო და შემოქმედებითი მიმართულებით – ,,შენი ფოლკლორული იდეა“
5 გამარჯვებული მონაწილე ყოველწლიურად.

პროექტის პირობებში განხორციელდა ორი ექსპედიცია სამეგრელოსა და აჭარაში. პანდემიის პირობებში რამდენიმე პროექტი დროებით შეჩერდა.

გამოცემები:

ქართული გალობა – ანთოლოგია (17 ტომი);
საქველმოქმედო ფონდ ,,ქართულ გალობასთან“ ერთად გაციფრდა უნიკალური ქართული ხელნაწერი საგალობლები – 23 658 ერთეული;
სპეციალურად ფრანკფურტის ბაზრობისთვის გამოიცა – ,,შენ ხარ ვენახი’’ და ,,შუა საუკუნეების ქართული გალობა’’.
პარტნიორები – ფონდი ,,ქართული გალობა“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
შრომის სიმღერები სანოტო კრებული.
პარტნიორი – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
ფრიდონ სულაბერიძე – წიგნი ალბომი;
დავით ჯავრიშვილი – ქართული ხალხური ცეკვა;
ქართველ ებრაელთა ხალხური სიტყვიერება;
ეთერ თათარაიძე – ,,პირმა დაგლოცოთ ღვთისამა”;
მონოგრაფია – ანდრო სიმაშვილი;
პარტნიორი ფონდი ,,ქართული გალობა”;
მონოგრაფია – პოლიკარპე ხუბულავა;
პარტნიორი ფონდი ,,ქართული გალობა”;
ეთერ თათარაიძე – ,,დემონოლოგიური თქმულებები”;
აჭარული ხალხური სიმღერები სანოტო კრებული.

აუდიოალბომები:

აჭარული ტრადიციული მუსიკა – ოთხდისკიანი ალბომი;
წალენჯიხის ანსამბლ,,ბედინერას’’ პირველი აუდიოალბომი;
წალენჯიხის ანსამბლ ,,მაფშალიას’’ პირველი აუდიო ალბომი;
ჩოხატაურის მგალობელ-მომღერალთა გუნდის პირველი აუდიოალბომი;
ჩოხატაურის ანსამბლ ,,გურიას’’ პირველი აუდიოალბომი;
სოფელ მერის ფოლკლორული ანსამბლ,,მოყვარეს’’ პირველი აუდიოლაბომი;
მიხეილ მცურავიშვილის აუდიოალბომი;
ფოლკლორული ანსამბლი ,,ელესა’’ ქედა;
ანსამბლი ქართლი – საარქივო აუდიოჩანაწერები.

ექსპედიციები
კომპლექსური ექსპედიცია – თეთრიწყაროში, რაჭა-ლეჩხუმსა და შუახევში;
კომპლექსური ექსპედიცია რაჭაში – შალვა ასლანიშვილის მიერ ჩაწერილი მომღერლების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
ექსპედიცია კახეთში – კახური ფოლკლორული ცეკვების შეგროვება, შესწავლა და დამუშავება.

სულ: 25-ზე მეტი ექსპედიცია.

მასტერკლასები ხალხური ცეკვასა და სიმღერაში:

აჭარული ცეკვის სამდღიანი მასტერკლასი;
პოლო ვალიეხოს ხუთდღიანი მასტერკლასი სალოტბარო სკოლების 40 პედაგოგისთვის.

გამოფენები – ფოლკლორის ცენტრში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენები ეწყობა.
საგამოფენო დარბაზში 130-ზე მეტი გამოფენა გაიმართა (2013- 2020).

„ხელოვნების ქურუმის“ წოდებით დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი ლოტბარები:
პოლიკარპე ხუბულავა, ანდრო სიმაშვილი, გური სიხარულიძე, ისლამ ფილფანი,
ჯემალ ჭკუასელი, იროდი ტიკარაძე, ტრისტან სიხარულიძე.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლით დაჯილდოვა ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები: ბაია ასიეშვილი და ნანა კალანდაძე (2019).

2020 დისტანციური სამუშაო რეჟიმის დროს განხორციელებული ღონისძიებები/აქტივობები:

,,ხალხური საღამოები“ – 5 ანსამბლის სოლო კონცერტი ფოლკლორის ცენტრის ეზოში;
ორთვიანი დისტანციური პროექტი – ,,ფოლკლორი შენთვის“ – საოჯახო ანსამბლების სასიმღერო შესრულება მთელი საქართველოდან;
ბათუმის სალოტბარო სკოლაში სწავლა აღდგა;
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ელექტრონულად 50-მდე წიგნი, 4000-ზე მეტი აუდიოჩანაწერი, ცენტრისა და სხვადასხვა არქივში დაცული უნიკალური ქართული გალობის ხელნაწერები საკუთარ ვებგვერდზე განათავსა;
ცირა ქვლივიძის გამოფენა;
ხელოვნების სასახლის უკვდავების თაღს ჯემალ ჭკუასელის ხელის ანაბეჭდი შეემატა;
საერთაშორისო სიმპოზიუმი – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“;
მუშავდება ელექტრონული წიგნების ანდროიდ აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მსურველებს საკუთარ სმარტფონებში, ასევე, შეეძლებათ გაეცნონ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და სხვა ორგანიზაციების გამოცემებს: ქართული სიმღერის, გალობის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.
ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე;
მზადება კომპლექსური ექსპედიციისათვის – ზემო სვანეთი;
ცენტრის დირექტორის – გიორგი დონაძის ყოველკვირეული ონლაინშეხვედრები სალოტბარო სკოლის ბავშვებთან და პედაგოგებთან.

საარქივო მასალების ჩვენება:

ფილმი – შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი 2017;
შუახევის კომპლექსური ექსპედიციის ვიდეოჩანაწერები;
ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო – ,,ლექსო, არ დაიკარგები“;
ფილმი – ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ,,საქართველოს“ 2019;
სვანური ტრადიციული მუსიკის საღამო – მიჟე ნარი – 2016;
ფილმი – საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016;
ფილმი – ,,მომავლის ხმები’’სალოტბარო სკოლების ფესტივალი.

2014-დან 2020 წლამდე ფოლკლორის ცენტრის შემოქმედებით პროექტებსა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში დაიხარჯა 4 614 001 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები