ირაკლი ჩიქოვანი ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო

„ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ შეხვედრაზე, ადგილობრივებს ,,ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ გეგმებზე ისაუბრა რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მას მმართველ გუნდთან ერთად ექნება.
,,დღეს შეხვედრა გვქონდა ე.წ. კომბინატის დასახლებაში, ეს არის ერთ-ერთი მსხვილი და კარგი უბანი, სადაც ძალიან ბევრი ზუგდიდელი ცხოვრობს. ამ უბანში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, მოეწყო როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე შიდა ეზოები, საბავშვო მოედნები. ჩვენი მოქალაქეები კარგად ხედავენ იმ პროგრესს, რომელიც ზუგდიდში არის.
ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა გეგმები გვაქვს მომავალში, რის განვითარებას ვაპირებთ და რა პრიორიტეტები გვექნება. ჩვენ გვქონდა საუბარი, არა მხოლოდ ამ უბნის განვითარებაზე, არამედ მთლიანად ზუგდიდის განვითარებაზე, გავაცანით ჩვენი ხელისუფლების გეგმები, რაც გვაქვს შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. მხარდაჭერა არის საგრძნობი და დარწმუნებული ვარ ერთ კვირაში ჩვენ მივიღებთ დიდ მხარდაჭერას აქაური მოსახლეობისგან” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეხვედრას საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, მოქმედი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი დავით ფარცვანია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები