ხობში, ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით, სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით სკოლის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გაეცნენ.
პროექტის ღირებულება 80 000 ლარია.
სკოლის სახურავი ამორტიზირებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა
გაღმა და გამოღმა ქარიატაში დაიგო ასფალტ-ბეტონის გზა, მოეწყო წყლის და გარე განათების სისტემები, ორ ადგილზე აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი, განხორციელდა სამელიორაციო სამუშაოები. იწყება გაღმა და გამოღმა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები