“თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით, გავრცელება შემცირდება 70%-ით, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში”

“პირბადე რჩება დაცვის საუკეთესო საშუალებად და მინდა ყველას მოვუწოდო, თუ ჩვენ გვეკეთება პირბადე, ის პროგნოზები რაც ჩვენ გვაქვს და არ არის დამამშვიდებელი პროგნოზები, პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის შემთხვევაში მცირდება. თუ 90%-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე იქნება პირბადით იქ, სადაც საჭიროა, გავრცელება შემცირდება 70%-ით”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული ახლა, თუ რამდენი შემთხვევა იქნება ქვეყანაში.

პაატა იმნაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შეიცვალა სტრატეგია და საქართველოში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დაინერგა დიაგნოსტიკაში.

„თითოეულ ჩვენგანზეა ახლა დამოკიდებული, თუ რამდენად ბევრი შემთხვევა იქნება ქვეყანაში. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გუშინ უკვე განხორციელდა სტრატეგიის შეცვლა და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დაინერგა დიაგნოსტიკაში, ევროკავშირმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის ქვეყნებშიც სწრაფი ტესტები დაიგეგმება დიაგნოსტიკაში პოლიმერაზა ჯაჭვურ რეაქციასთან ერთად ასე ვთქვათ, ორივე იქნება გამოყენებაში,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები