რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში საველე ჰოსპიტალის გადატანა დაიწყო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მობილური, მრავალროფილური ჰოსპიტალის გადატანა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ТАСС” უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მობილური მრავალპროფილური ჰოსპიტალის სამხედრო ძალებმა, 150 საწოლი ადგილით, სამხედრო მოძრაობა დაიწყო საშტატო ტექნიკით, მათ 1 900 კილომეტრი უნდა გაიარონ ქალაქ ალაბინიდან სამხედრო ოსეთამდე. საველე სამედიცინო ქვედანაყოფში 133 სამხედრო და 37 ერთეული სპეციალური სამხედრო ტექნიკაა”,- ნათქვამია განცხადებაში.