რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე საზღვაო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

“ქართული ოცნების” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე საზღვაო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მეზღვაურებთან გამართულ შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა, საზღვაო სფეროს მიმართულებით საკუთარი ხედვები და სამომავლო გეგმები წარმოადგინეს. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა მათ წვლილზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. აგრეთვე, საუბარი შეეხო პანდემიის დროს დაწესებულ შეზღუდვებსა და მეზღვაურთა დასაქმებას.

შეხვედრას, ასევე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, თამარ იოსელიანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები