საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 412 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 180 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 571 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები