შსს: ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია, რომ თითქოს უწყების თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან “ფეიკ ნიუსია”

“ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის “ფეიკ ნიუსი” და არ შეესაბამება სიმართლეს”,-ამის შესახებ შს სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას”,-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები