გოჩა ენუქიძემ, წინასაარჩევნო კამპანია ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღების თემის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა

ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხსა და მესტიაში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ, წინასაარჩევნო კამპანია ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღების თემის მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა.

გოჩა ენუქიძის განცხადებით, ღების თემი უდიდესი ტურისტული პოტენცილით გამოირჩევა, სადაც რეაბილიტირდა საჯარო სკოლა, ეწყობა გზის დამცავი და ნაპირსამაგრი გაბიონები, რეაბილიტირდება საგზაო ინფრასტრუქტურა როგორც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ისე – შიდა სასოფლო.
“ჩვენმა გუნდა ღირსეულად უპასუხა ონის სტიქიის გამოწვევას და კოორდინირებული მუშაობით მალევე აღადგინა საგზაო ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვაცნობიერებთ პრობლემებს და პასუხისმგებლობით ვეკიდებით მათი გადაჭრის უმოკლეს გზებს”, – აცხადებს გოჩა ენუქიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები