მსოფლიო, რომელიც COVID-19-თან ერთად ცხოვრობს

​თუკი დაავადების პირველმა ტალღამ ადამიანებს დიდი დარტყმა მიაყენა და ქაოსი შექმნა, მეორე ტალღისთვის მსოფლიომ მომზადება შეძლო.

იმისთვის, რომ ბანგკოკში ფინჯანი ყავა მიირთვათ, ბარის სადგომთან მისვლაც არ მოგიწევთ – ყველა ჭიქას თავისი ტრანსპორტი აქვს.

სოციოფობებს კოლომბოში, შრლანკას ფინანსურ დედაქალაქში, უკვე მშვიდად შეუძლიათ სამსახურში სიარული. მსოფლიო სავაჭრო ცენტრში უკვე შესაძლებელია ისე სიარული, რომ ვერავინ შეამჩნიო და არავის ესაუბრო.

სანტა მონიკის თითქმის ყველა სილამაზის სალონიდან ულამაზესი ხედი იშლება წყნარ ოკეანეზე.

ბრიუსელის ახალგაზრდებს, რომლებმაც დიდი ხანი გაატარეს კარანტინში, უფლება მისცეს, ცოტა ხნით სკოლის ეზოებს დაბრუნებოდნენ და ერთმანეთისთვის შორიდან ეყურებინათ.

ონტარინოს ბარები „საშხაპეებით“ აღიჭურვა – ახლა ასე მღერიან კარაოკეს მოყვარულები.

საქმიან ტოკიოში ახალი ტრენდი გაჩნდა – მოლაპარაკებების წარმოება „ეშმაკის ბორბალზე”.

საღამოს შეხვედრები სულ უფრო დაცული და უსაფრთხო ხდება

მანჰეტენის კინოდარბაზებში, როგორც იქნა, მთელი ამერიკული კინოხელოვნებით შეძლებენ ადამიანები სიამოვნების მიღებას – პოპკორნის  ხრაშუნი მეზობელი სავარძლიდან აღარ ისმის.

სან ფრანსცისკოს პარკებში ყველა პატარა კერძო სანაპირო გაუჩნდა, სადაც უცხო პირთა შესვლა დროებით აკრძალულია.

ფეხბურთის ბრიტანელი ქომაგები, რომელთაც სტადიონებზე არ უშვებენ, თავიანთი გუნდის მხარდაჭერას ყველანაირი ხერხით ცდილობენ.

ტაილანდში სკოლის მოსწავლეები ინფექციის პოტენციური მატარებლებისგან თავს ძველი საარჩევნო ყუთებით იცავენ.

ტორონტოში იოგას გაკვეთილები უკვე ასე ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები