ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ანაგის წმინდა ნინოს ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიას  მცირე სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

რესტავრაციამდე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად:
კრამიტის საფარი გადაეწყო ჰიდრავლიკურ კირის დუღაბზე და გადაიხურა მეორადი კახური კრამიტის დამატებით;
დამუშავდა და ამოიგოზა კედლები;
დასავლეთით, კარის თავზე, ბეტონის სარი შეიცვალა მაგარი ჯიშის ხის კოჭით .

სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა: ააიპ „წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტრის აღორძინების კავშირი“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები