„ყველაზე უსინდისო კაცი უნდა იყო, რომ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილზე მეტად უზრუნია ან ზრუნავს ვინმე ქართულ ხელოვნებასა და მთლიანად კულტურაზეო“ – სვიმონ ჯანგულაშვილი

„ქართულ ხელოვნებასა და კულტურაში ყველაზე მეტი ქველმოქმედება გასწია და, უმადურთა ლანძღვის მიუხედავად, დღემდე ქველმოქმედებს და ყველაზე მეტ სიკეთეს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი!
…ყველაზე უსინდისო კაცი უნდა იყო, რომ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილზე მეტად უზრუნია ან ზრუნავს ვინმე ქართულ ხელოვნებასა და მთლიანად კულტურაზეო“…

სვიმონ ჯანგულაშვილი გიორგი უშიკიშვილს პასუხობს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ საკმაოდ ვრცელ წერილში ის დეტალურად ჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ფოლკლორის ცენტრის დირექტორის, გიორგი უშიკიშვილის კორუფციული გარიგებებისა და ინტრიგების შესახებ.
„ეტყობა, ძალიან ტკბილი სიმღერისა და ნიჭიერების, ასევე – უფროსი თაობებისა და მასწავლებლების (რომელთა ჩარეცხვაც „ნაცების“ ერთ-ერთი ნაცისტური ამოცანა იყო) მიმართ სიძულვილისა და განსაკუთრებული ინტელექტუალურ-სულიერი სიახლოვის გამო, 25 წლის უშიკიშვილი ძალიან დააფასეს „ნაცებმა“ და საქართველოს ფოლკლორის მმართველად დანიშნეს…
მთელს თავის გავლენას, ძალაუფლებას, პრეზიდენტთან, მერაბიშვილსა და სამთავრობო ელიტასთან სიახლოვეს იმაში იყენებდა, რომ ჩაერეცხა ანზორ ერქომაიშვილი, თემურ ქევხიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, რობერტ გოგოლაშვილი, „რუსთავი”, „ერისიონი”, „ქართული ხმები”, „ბიჭები”, „მართვე”… დიახ, „მართვე“ – ის ანსამბლი, რომლის წყალობითაც მან, პატარა ახმეტელმა ბიჭმა, შეძლო, მოშორებოდა პროვინციული ცხოვრების სიმძიმეს და მიეღწია იმ ყველაფრისათვის, რასაც მიაღწია… მე სხვა მაგალითი, როდესაც ასე მტრობს ადამიანი საკუთარ პედაგოგსა და საკუთარ გუნდს, არ მახსენდება…
უფრო მეტიც, ის დაერია რეგიონებში მოღვაწე ფოლკლორულ ანსამბლებსაც და დაიწყო მათი ჩაგვრა… მისგან შერისხულ და დაწუნებულ ლოტბარებს შორის მოხვდა პოლიკარპე ხუბულავა – მეგრული სიმღერის პატრიარქი, გურუ, საოცარი და გენიალური ხელოვანი.. ირაკლი მათიკაშვილი, გელა გუგავა, მურთაზ ციმინტია… ხოლო მისი დამოკიდებულება თანატოლების მიმართ იყო ტიპურად ნაცური – ის იყო უფროსი, პატარა მიშა, და დანარჩენები – არავინ და არაფერი…
ვისაც ხალხურ სიმღერასთან შეხება ნაკლებად აქვს, მათთვის ეს სახელები არაფერია. ვინც პროფესიონალი ან მოყვარულია ამ საქმის, იმან ძალიან კარგად იცის, რომ თუნდაც მხოლოდ პოლიკარპე ხუბულავას გამწარებისა და მისთვის ხელის შეშლის გამო, ეს ადამიანი უკვე აღარ იმსახურებს „კარგი მენეჯერის“ არც სახელსა და არც თანამდებობას…
ყველაზე ამაზრზენი – მან დაიწყო ანზორ ერქომაიშვილის მიერ გაკეთებული საქმეების მითვისება და მისაკუთრება“.

სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი ხელმძღვანელი – სვიმონ ჯანგულაშვილი სააკაშვილის მიერ ბიუჯეტიდან ფოლკლორისთვის გამოყოფილი რამდენიმე მილიონი ლარის არამიზნობრივ ხარჯვის თემასაც იხსენებს. კორუფციული გარიგებების საქმეზე გიორგი უშიკიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული.
„ჩვენც კარგად გვახსოვს, სააკაშვილმა მართლაც გამოყო მილიონობით ლარი ფოლკლორისათვის, მაგრამ ის მილიონობით ფული სად წავიდა და რა გაკეთდა, ეს მხოლოდ ჩემმა უშიკამ იცის. ერთი ის მახსოვს, როგორ შემოგვჩიოდნენ ჩოხებისა და ხალხური ინსტრუმენტების ოსტატები – ძალიან დიდ თანხებზე გვაწერინებენ ხელს და ჩვენ ძალიან ცოტას გვაძლევენო. ამის შესახებ ჩვენ მაშინ ყველგან ვსაუბრობდით, მათ შორის, ჩვენს „ნაც“ მაღალჩინოსან მეგობრებთანაც. რეაქცია იყო ნული – რაღა თქმა უნდა, უშიკა ამდენი თანხის გათეთრებას თავისით ვერ გაბედავდა. ამიტომ, ჩოხებისა და ფანდურ-ჩონგურების საქმე ჩაიფარცხა“.

დირიჟორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ყოვლადწმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი, 2013 წლიდან დღემდე, ფოლკლორის სფეროში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზეც დეტალურად საუბრობს, ამ პროექტების განხორციელება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი ,რაც უშიკიშვილი ფოლკლორის ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
„ფოლკლორის ცენტრში მისი შემცვლელი – საუკეთესო ლოტბარია, რომელსაც ქართული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლი ჰყავს, და საუკეთესო მენეჯერია – სიყვარულით და თავმდაბლობით ანთებული ადამიანი. პოლიტიკოსობისაგან კი, იგი, ღმერთმა დაიფაროს.

P.s. ისე, დარწმუნებული ვარ, ამაშიც აჯობებს!“, – წერს სვიმონ ჯანგულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები