ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ხაზია მუდმივი შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე

,,ნაციონალური მოძრაობის” მთავარი ხაზია მუდმივი შეტევა მართლმადიდებელ ეკლესიაზე”, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის” ეთერში განაცხადა.

კობახიძემ მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებული ქმედებები გაიხსენა.

„ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დღემდე მტრობენ მართლმადიდებელ ეკლესიას. ადამიანი ან მორწმუნეა ან არამორწმუნე. შეიძლება, ადამიანი იყოს არამორწმუნე, მაგრამ თუ იგი რაციონალურია და რაღაც გრძნობები აქვს, ხომ უნდა აცნობიერებდეს, რომ, მიუხედავად იმისა,  ღმერთი არ სწამს, ესაა მისი ეროვნული იდენტობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ილია ჭავჭავაძემ სამ სიტყვაში ჩამოაყალიბა: მამული, ენა, სარწმუნოება.

სარწმუნოებასთან დაკავშირებით დღემდე რასაც აკეთებენ, ხედავთ. მათი „გლავკანალის” ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის მუდმივი შეტევა ეკლესიაზე. ამ პოლიტიკური პარტიის მეათე ნომერი იწყებს თავის კამპანიას იმით, თუ როგორ უნდა ჩამოართვას საბიუჯეტო დაფინანსება მართლმადიდებელ ეკლესიას. ამით აპირებს თავისი პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას, როცა შევა პარლამენტში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები