ახალგაზრდა პროზაიკოსის, ქეთი გაბინაშვილის წიგნის წარდგენა

24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, ახალგაზრდა პროზაიკოსის, ქეთი გაბინაშვილის წიგნის – „ზღვარის” წარდგენა გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ქეთი გაბინაშვილისთვის „ზღვარი” მეორე წიგნია. პირველი წიგნით, მოთხრობების კრებულით – „შევხვდებით უზურპუსზე”, 2018 წელს წარდგა საზოგადოების წინაშე.

ამჯერად კი მკითხველს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს მწერლის ახალ ნამუშევარს. რომანში ასახულია ადამიანების ცხოვრება, რომლებიც იბრძვიან მიწისთვის, სიყვარულისთვის, გადარჩენისთვის…

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები