„საქართველოს ბანკში“ არცერთი მძევალი აღარ იმყოფება – თავდამსხმელმა ტერიტორია 3 მძევალთან ერთად დატოვა

„საქართველოს ბანკში“ არცერთი მძევალი აღარ იმყოფება.

როგორც ცნობილია, თავდამსხმელმა ტერიტორია 3 მძევალთან ერთად დატოვა

ამასთან, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ თავდამსხმელის მიერ მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირის, ირაკლი კვარაცხელიას ინფორმაციით, საქართველოს ბანკიდან მძევლების დიდი ნაწილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

„სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ ალბათ“, – წერს კვარაცხელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები