“ყაჩაღს პირადი პრეს-სპიკერი ჰყავდეს ეგეთი არაფერი გამიგია”

ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერს.

“რა აღარ მინახავს, მაგრამ ყაჩაღს პირადი პრეს-სპიკერი ჰყავდეს ეგეთი არაფერი გამიგია.
არავინ არავის არ მოკლავს და ყველა მძევალი უვნებელი დაგვიბრუნდება დარწმუნებული ვარ.

P.S პრეს-სპიკერიანმა ყაჩაღმა მოითხოვა საკმაოდ გონივრული (“გადახდადი”) თანხა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს..”,- წერს ნიკოლაძე სოცქსელში.

შეგახსენებთ, ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” შეიარაღებული თავდამსხმელი რამდენიმე საათის წინ შეიჭრა. მას მძევლად ბანკის 20მდე თანამშრომელი და მომხმარებელი მძევლად ჰყავს აყვანილი და 500 000 აშშ დოლარს ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნა თავდამსხმელმა “მთავარი არხის” ეთერში ნაცმოძრაობის მხარდამჭერის საშუალებით გააჟღერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები