მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულები დასახელდნენ

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ გამოავლინა სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულები.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელი ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებენ:

არჩილ ქიქოძე, მწერალი;
ქეთი ქანთარია, მთარგმნელი;
გია ბერაძე, მთარგმნელი;
კატო ჯავახიშვილი, მწერალი;
აბო იაშაღაშვილი, მწერალი;
დათია ბადალაშვილი, მწერალი;
ნინია სადღობელაშვილი, მწერალი.

მწერალთა სახლის რეზიდენციაში ისინი ტექსტებსა და თარგმანებზე იმუშავებენ.
მწერალთა სახლი უზრუნველყოფს გამარჯვებული რეზიდენტების ფინანსურ მხარდაჭერას, მწერალთა რეზიდენციაში ცხოვრებას, კვებას, სტიპენდიას 1000 ლარის ოდენობით.
სარეზიდენციო პროგრამის დასრულების შემდეგ, მწერალთა სახლში გაიმართება შემაჯამებელი საღამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები